Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

დახმარება

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი ტიპიური კითხვების სია, თუ ვერ იპოვით თქვენს შემთხვევას გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქით ან მეილით. მისამართები იხილეთ გვერდის ბოლოში.

1. ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ მიწერს გადახდა ვერ განხორციელდაო. რისი ბრალია?

ჩვენთან შეიძლება გადახდა VISA Classic, Mastercard ან Amex-ის ტიპის ბარათებით გადახდა. VISA Electron-ით (სახელფასო ბარათი) გადახდის შემთხვევაში აუცილებელია თქვენს ბანკში ჩართული გქონდეთ ინტერნეტში გადახდის სერვისი.


2. მოვნიშნე ადგილები მაგრამ არ გადამიხდია ან მომივიდა შეცდომა ბარათის მონაცემებში. შევდივარ ხელახლა დარბაზში და ადგილები დაკავებულია. რა ხდება?

იმის მიუხედავად გადაიხადეთ თუ არა, მონიშნული ადგილები იბლოკება ნახევარი საათით. თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ ბლოკის მოხსნას ან შეუკვეთოთ სხვა ადგილები.


3. რამდენ წლამდეა ბავშვის შეყვანა უფასო?

ცირკში და კინოებში (ამირანი, რუსთაველი) 3 წლამდე ბავშვების შეყვანა უფასოა, იმ პირობით რომ ჩაისვავთ კალთაში. სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში შეიძლება იყოს განსხავევბული პირობები, რაც დამოკიდებულია ორგანიზატორზე.


4. როგორ ამოვბეჭდო ნაყიდი ბილეთი მოგვიანებით ან სხვა კომპიუტერიდან?

ვლოგინდებით საიტზე, მენიუში ვირჩევთ შეკვეთები, ვაჭერთ ბილეთ(ებ)ის ჩვენებას, ქვევით ვპოულობთ და ვაჭერთ ღილაკს საბეჭდი ვერსია, ვაჭერთ Ctrl+P და ვბეჭდავთ ბილეთ(ებ)ს.

თუ გაქვთ სმარტფონი, საკმარისია QR კოდიანი ბილეთის წარდგენა მობილურის ეკრანითაც. ბილეთის გამოსაჩენად შედით ჩემს შეკვეთებში ან ისარგებლეთ სმს-ით (ელ-ფოსტოთ) მოსული ბმულით.


5. მსურს ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა. როგორ გავაკეთო?

ვლოგინდებით საიტზე, მენიუში ვირჩევთ შეკვეთები, დასაბრუნებელი შეკვეთის ქვეშ ვაჭერთ ღილაკს დაბრუნება, ვირჩევთ დასაბრუნებელ ბილეთებს და მივყვებით ინსტრუქციებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კლიენტის ინიციატივით ბილეთის დაბრუნებისას (გადაცვლისას) ბრუნდება მხოლოდ ბილეთების ღირებულება ჩვენი პროცენტის გამოკლებით. სხვადასხვა ორგანიზაციებს აქვს სხვადასხვა დაბრუნების პოლიტიკა და დროის პერიოდი რომლის შემდეგ ბილეთების დაბრუნება აღარ ხდება. ასეთ შემთხვევებში დაბრუნების ღილაკი აღარ ჩანს.

ჩაშლილი ან გაუქმებული ღონიძიების შემთხვევაში ბრუნდება ბილეთის სრული ღირებულება + ჩვენი საკომისიო ბანკის საკომისიოს გამოკლებით.

კინოს ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია სეანსის დაწყებამდე 2 საათით ადრე. დაბრუნებული ბილეთის თანხას აკლდება ღირებულების 10%. ბილეთის დასაბრუნებლად საჭიროა დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს (იხ ქვევით).

ყურადღება: კინოს ბილეთების დაბრუნება არ ხდება.


6. ღონისძიებათა განრიგიდან ვაჭერ ბილეთებს და არაფერი არ ხდება?

შეამოწმეთ ბრაუზერის სხვა, ჩაკეცილი ფანჯრები. ვირტუალური დარბაზი შეიძლება გაიხსნას ახალ ფანჯარაში.


7. რამდენად უსაფრთხოა თქვენთან გადახდა?

ადგილების ამორჩევის შემდეგ თქვენ გადადიხართ საბანკო სერვერზე, სადაც შეგყავთ ინფორმაცია თვენი პლასტიკური ბარათის შესახებ. გადახდის შემდეგ ჩვენ მოგვეწოდება მხოლოდ დასტური თანხის ჩამოჭრის შესახებ და თქვენი ბარათის ბოლო 4 ციფრი.

ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, ამას ჩევნს მაგივრად აკეთებს ბანკი, თქვენს მიერ ბარათი მონაცემების შეყვანის საპასუხოდ. ჩვენთვის უცნობია და ჩვენთან არ ინახება თქვენი ბარათის სრული ნომერიც.

სხვა კითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ Facebook-ის საშუალებით

E-mail: